რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით მოსახლეობა უკვე სარგებლობს

რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით, რომელიც 77 ხიდსა და 43 გვირაბს მოიცავს, მოსახლეობა უკვე სარგებლობს.

როგორც საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.

„რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს“, – ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.