“იუტას” გამთამაშებელმა რიკი რუბიომ 26 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა და კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა პლეი ოფის მატჩებში.
“ოკლაჰომამ” მხოლოდ პირველ ტაიმში და მესამე მეოთხედის სტარტზე იბრძოლა თანაბრად. სტუმრები ბოლოჯერ დაწინაურდნენ – 63:60, რის შემდეგაც, “იუტამ” წინ გასვლა დაიწყო და მეოთხე მეოთხედის დასაწყისისთვის 14 ქულით იგებდა. ამის შემდეგ, “თანდერმა” მაქსიმუმი რაც მოახერხა, სხვაობის 9 ქულამდე შემცირება იყო.
ისევ გაიბრწყინა “იუტას” რიგებში დებიუტანტმა დონოვან მიტჩელმა – მას ორმაგი დუბლი ჰქონდა (22 ქულა, 11 მოხსნა).
ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე “ოკლაჰომას” ლიდერ რასელ უესტბრუკს – 14 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი. მან 17-დან მხოლოდ 5 ტყორცნა მოათავსა კალათში და 8 შეცდომა დაუშვა.
იუტა-ოკლაჰომა 115:102
22:30, 36:23, 31:22, 26:27
ი: რუბიო (26+11 მოხსნა+10 პასი), მიტჩელი (22+11 მოხსნა), ინგლსი (21), გობერი (18+12 მოხსნა), ფეივორსი (11) – სასტარტო; ო’ნილი (7), კრაუდერი (4), ეკზამი (4), ბერკსი (2), დერებკო (0), უდო (0), ნეტო (0), სტოქტონი (0) .
ო: ჯორჯი (23), ენტონი (14), უესტბრუკი (14+11 მოხსნა+9 პასი), ბრიუერი (9+6 მოხსნა), ადამსი (8) – სასტარტო; ფელტონი (14), პატერსონი (8), გრანტი (7), ფერგიუსონი (3), ჰიუსტისი (2), აბრინესი (0), ჯონსონი (0).
სერია: 2-1