მარკ გასოლმა ლეგენდების შედეგი გაიმეორა
მარკ გასოლმა ლეგენდების შედეგი გაიმეორა

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიის მანძილზე მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ფინალურ შეხვედრაში სერჯო სკარიოლოს გუნდმა არგენტინა დამაჯერებელი ანგარიშით, 95-75 დაამარცხა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

ტურნირის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) ესპანელთა გამთამაშებელი რიკი რუბიო გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის 5 საუკეთესო კალათბურთელს შორის მარკ გასოლიც მოხვდა, რომელმაც ისტორიული შედეგი გაიმეორა. მარკი იმ ხუთ ლეგენდარულ კალათბურთელს შეუერთდა, რომლებმაც ერთ წელიწადში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგეს. ეს კალათბურთელები არიან:

კაირი ირვინგი

ლებრონ ჯეიმსი

ლამარ ოდომი

სკოტი პიპენი