რიკი რუბიომ NBA-ში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
რიკი რუბიომ NBA-ში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებში ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, რიკი რუბიომ დაასრულა კარიერა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).

ბოლო ორი წლის განმავლობაში გამთამაშებელი „კლივლენდში“ (2021-2024) თამაშობდა. NBA-ში მისი პირველი გუნდი იყო „მინესოტა“ (2011-2017, 2020-2021), ასევე 33 წლის კალათბურთელი თამაშობდა „იუტაში“ (2017-2019) და „ფინიქსში“ (2019-2020).

„ყველაფერი დაიწყო 2009 წელს, ნიუ იორკში გამართულ დრაფტზე. ლიგაში 12 წლის განმავლობაში იყო აღმასვლისა და დაცემის მომენტები, საბოლოოდ კი დამრჩა ბევრი კარგი მოგონება და შესანიშნავი ურთიერთობები. „მინესოტა“, „იუტა“, „ფინიქსი“ და „კლივლენდი“. მადლობა“, – დაწერა X-ში რუბიომ.

ესპანელმა NBA-ში 698 მატჩი ჩაატარა და, საშუალოდ, 10.8 ქულა, 7.4 შედეგიანი გადაცემა, 4.1 მოხსნა და 1.8 ჩაჭრა დააგროვა.