Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში 11 ექიმის დაკავების ორდერი გასცეს
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში 11 ექიმის დაკავების ორდერი გასცეს

თურქეთში 11 ექიმის დაკავების ორდერი გასცეს. მათ შორისაა თურქეთის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელიც. საინფრომაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ექიმების დაკავების მიზეზი სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის კრიტიკა გახდა.

ექიმების დაკავების ოპერაცია ქვეყნის რვა პროვინციაში მიმდინარეობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ქვეყანაში 311 ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ სოციალური ქსელების საშუალებით ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ აკრიტიკებდნენ. ხელისუფლება მათ ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.