Reuters – აშშ-ის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანის” დიალოგი პოზიტიურად წარიმართა

08:14, 30.07.2018
FILE PHOTO: Taliban walk as they celebrate ceasefire in Ghanikhel district of Nangarhar province, Afghanistan June 16, 2018. REUTERS/Parwiz/File Photo

FILE PHOTO: Taliban walk as they celebrate ceasefire in Ghanikhel district of Nangarhar province, Afghanistan June 16, 2018. REUTERS/Parwiz/File Photo

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებსა და მოძრაობა „თალიბანის” წევრებს შორის გამართული დიალოგის დროს „პოზიტიური გზავნილები ისმოდა” და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელის ველსის და „თალიბანის” წარმომადგენელთა მონაწილეობით დოჰაში გამართული შეხვედრის შესახებ პირველად The Wall Street Journal-მა დაწერა, თუმცა ოფიციალურად ასეთი დიალოგი არ დაუდასტურებიათ.

მოძრაობა „თალიბანის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, დოჰას სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტიდსშესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა იყო, „​ძალიან პოზიტიური გზავნილები ისმოდა”.

„ამ შეხვედრებს შეგიძლიათ თამამად უწოდოთ სამშვიდობო დიალოგი. მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შევთანხმდით. ჩვენი მიზანი ავღანეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დიალოგით მოგვარებაა”, – აცხადებენ „თალიბანში“.

მათივე განცხადებით, დოჰაში შეხვედრას ავღანეთის მთავრობის წევრები არ დასწრებიან. Reuters-ის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს განხილვის თემებს შორის იყო ავღანეთის ორ პროვინციაში “თალიბანის” წევრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე , რომ “თალიბანის” წევრების ავღანეთის ხელისუფლებაში ჰყავდეთ წარმოდგენილები.

თალიბსნის” ერთ-ერთი მოთხოვნა ტყვეების გაცვლაც იყო.

როგორც Reuters-ი ამტკიცებს, აშშ-ის მთავრობის წევრებისა და მოძრაობა “თალიბანის” წევრების შეხვედრა ივნისის თვეში ორჯერ გაიმართა. სააგენტოს კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა მოსთხოვა “თალიბანს”, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აგვისტოდან ძალაში შევიდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დოჰაში ვიზიტი დაადასტურა, თუმცა “თალიბანის” წევრებთან შეხვედრა უარყო. მაიკ პომპეოს უწყებაში განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა დიალოგი ავღანეთის მთავრობამ უნდა წარმართოს.

მსგავსი