თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 200-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცეს

14:12, 13.10.2020

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 89 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ეჭვმიტანილები 25 ქალაქში ერთდროულად ჩატარებული რეიდებისას დააკავეს.

როგორც „ანადოლუ“ წერს, სულ იზმირის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 208 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. 98 მათგანი საჰაერო ძალების წევრია, მათ შორის 16 მფრინავია.

შეიარაღებული ძალების სხვა წევრებს შორის, რომელთა დაკავების ორდერია გაცემული, ორი პოკოვნიკი, ცხრა გენერალი, 17 კაპიტანი, 37 ლეიტენანტი და 33 სერჟანტია.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს და მის ორგანიზაციას 2016 წლის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.

მსგავსი