სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საანგეტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ამერიკელი სამხედრო მანჯიბის სიახლოვეს აფეთქებისას დაიღუპა.
გარდაცვლილია კიდევ ერთი პირი, თუმცა მისი ეროვნება არ საჯაროვდება.
ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Reuters წერს, რომ ეს წელს პირველი შემთხვევაა, რომელსაც საერთაშორისო კოალიციაში ჩართული პირები ემსხვერპლნენ.