Reuters – სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

18:58, 30.03.2018

სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საანგეტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ამერიკელი სამხედრო მანჯიბის სიახლოვეს აფეთქებისას დაიღუპა.

გარდაცვლილია კიდევ ერთი პირი, თუმცა მისი ეროვნება არ საჯაროვდება.

ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Reuters წერს, რომ ეს წელს პირველი შემთხვევაა, რომელსაც საერთაშორისო კოალიციაში ჩართული პირები ემსხვერპლნენ.

მსგავსი