Reuters - რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები 22 ნოემბერს სოჭში სამიტს გამართავენ
რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები 22 ნოემბერს სოჭში სამიტს გამართავენ, რა დროსაც სირიის კრიზისს განიხილავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ ტელეკომპანია NTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამმხრივი შეხვედრა ამგვარი ფორმატით პირველად იმართება. ნოემბრის დასაწყისში თეირანში გაიმართა ვლადიმერ პუტინის, ჰასან როუჰანისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა.
ამასთან, შეგახსენებთ რომ თურქეთის პრეზიდენტი სოჭში მიმდინარე კვირასაც იმყოფებოდა.
მანამდე კი ერდოღანი და პუტინი 28 სექტემბერს ანკარაშიც შეხვდნენ.