სირიის საკითხებში გაერო-ს სპეცწარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას იანვარში გეგმავს
სირიის საკითხებში გაერო-ს სპეცწარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას იანვარში გეგმავს

სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას თქმით, ის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის ჩატარებას 2018 წლის იანვარში გეგმავს.

„რასაკვირველია, კონსულტაციებს გაერო-ს უშიშროების საბჭოსთანაც გავივლით, მაგრამ პირადად ჩემი სურვილია, მოლაპარაკებები იანვარში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს ის ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შესახვედრად გაემგზავრება, სადაც ისინი ჟენევის მოლაპარაკებების მერვე რაუნდის შედეგებს შეაჯამებენ.