რუსეთის, თურქეთისა და ირანის დიპლომატები ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხზე იმსჯელებენ

08:27, 10.09.2018

რუსეთის, თურქეთისა და ირანის დიპლომატები დღეს ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხს განიხილავენ.

დისკუსია სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დე მისტურასთან ერთად, 10-11 სექტემბერს გაიმართება. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნების ეს უკვე მეორე შეხვედრაა მსგავსი ფორმატით.

გაერო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნა შესაძლოა, სირიაში პოლიტიკური პროცესის აღდგენის საწყისი წერტილი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ცალკე ყურადღება დაეთმობა სირიის იდლიბის რეგიონს, რომელიც ამბოხებულების ბოლო მსხვილი დასაყრდენია.

მსგავსი