რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა.