რექს ტილერსონი - აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა
მეამაყება ჩვენი დიპლომატია, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The New York Times აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის საავტორო წერილს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ტილერსონი 2017 წელს აჯამებს და წერს, რომ ამერიკისთვის წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ჩრდილოეთ კორეასთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად, რუსეთი იყო.
სახელმწიფო მდივანი წერს, რომ რუსეთთან მიმართებაში შეერთებულ შტატებს არ აქვს ილუზია იმის შესახებ, თუ რა რეჟიმთან აქვს საქმე.
„შეერთებულ შტატებს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც საკუთარი მეზობლების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე შეიჭრა, ძირი გამოუთხარა დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტს ჩვენს არჩევნებში და სხვაგან“, – წერს სახელმწიფო მდივანი.
მისი თქმით, უკრაინის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად, ნატო-ს ყოფილი ელჩის კურტ უოლკერის დანიშვნა ასახავს ამერიკის მისწრაფებას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.