რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხარების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ხარების დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას – იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ხარების დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.