რეკორდული მისიის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო კოსმოსური დრონი დედამიწაზე დაბრუნდა — #1tvმეცნიერება
კომპანია Boeing-ის განცხადებით, კოსმოსში გატარებული ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, ამერიკული სამხედრო კოსმოსური დრონი ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში დაეშვა.
უპილოტო შატლ X-37B-ს, რომელმაც პირველი ფრენა 2010 წელს განახორციელა, ექვსი მისიის ფარგლებში, კოსმოსში ჯამში ათ წელიწადზე მეტი აქვს გატარებული და ორ მილიარდ კილომეტრზე მეტი ნაფრენი.
„ეს მისია ხაზს უსვამს კოსმოსური ძალების ფოკუსირებას თანამშრომლობაზე კოსმოსის კვლევის ირგვლივ და ჩვენს პარტნიორებს იაფად აძლევს წვდომას კოსმოსზე, საჰაერო ძალების დეპარტამენტში და მის მიღმა“, — ამბობს კოსმოსურ ოპერაციათა ხელმძღვანელი, გენერალი ჩანს სალცმანი.
X-37B-ზე მუშაობა საიდუმლოდ დაიწყო და საჰაერო ძალებისთვის ის United Launch Alliance-მა შექმნა — Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივმა საწარმომ.
ხომალდი სიგრძეში 9 მეტრია, ფრთებს შორის მანძილი (ფრთათაშორისი განი) 4,5 მეტრი და მუშაობს მზის პანელებზე.
შატლის ბოლო გაშვებამდე, 2020 წლის მაისში, პენტაგონმა დაასახელა მთელი რიგი სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომლებსაც ის ჩაატარებდა.
მისიას უნდა შეემოწმებინა, როგორ რეაგირებს გარკვეული მასალები კოსმოსში, შეეფასებინა, რა გავლენას ახდენს გარემოს რადიაცია კოსმოსში სხვადასხვა თესლზე, მზის რადიაცია გარდაექმნა რადიოელექტრულ ენერგია და ა. შ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.