რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამერიკული სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს
ამერიკული სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ანკარას არ სურს თეირანთან თანამშრომლობის შეწყვეტა.
„თურქეთს ირანთან ვაჭრობის გამო აშშ-ის შესაძლო სანქციების არ ეშინია. ანკარას არ სურს თეირანთან თანამშრომლობის შეწყვეტა“, – განაცხადა ერდოღანმა.