რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ამერიკული სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს

10:58, 27.09.2019

ამერიკული სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარას არ სურს თეირანთან თანამშრომლობის შეწყვეტა.

„თურქეთს ირანთან ვაჭრობის გამო აშშ-ის შესაძლო სანქციების არ ეშინია. ანკარას არ სურს თეირანთან თანამშრომლობის შეწყვეტა“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი