რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხურ-თურქული მოლაპარაკებების პროცესი ერევნისა და ბაქოს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხურ-თურქული მოლაპარაკებების პროცესი ერევნისა და ბაქოს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული

სომხურ-თურქული მოლაპარაკებების პროცესი ერევნისა და ბაქოს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაერო-ს გენერალური ასამბელის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდება „კარგი ამბებით“.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში დადებითი ორმხრივი ნაბიჯები გადაიდგა და აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო პროცესი ასევე დადებითად აისახება თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესზე.