ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ირაკლი კობახიძე წერს, ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – აღნიშნავს პრემიერი.
I was privileged to meet with H.E. Alain Berset @alain_berset, Secretary General of the Council of Europe in the frames of the 79th Session of the #UNGA. I am grateful for the support to 🇬🇪’s reform process and 🇪🇺integration. Our conversation focused on enhancing cooperation… pic.twitter.com/SerOEAIP3D
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 24, 2024