რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებს
თურქეთი აცხადებს, რომ თუ ნატო იმ დაჯგუფებებს, რომლის წინააღმდეგაც თურქეთი იბრძვის, ტერორისტულ ორგანიზაციად არ გამოაცხადებს, მაშინ თურქეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს მიერ შემუშავებულ ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გეგმას, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.
ბრიტანეთში დაგეგმილი სამიტის წინ, თურქეთის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებს.
ლონდონში დღეს ნატო-ს საიუბილეო, 70 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები ალიანსის ფორუმით – „ნატო-ს ჩართულობა“ გაიხსნება. საღამოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეში ალიანსის წევრი ქვეყნების პირველ პირებს უმასპინძლებს, ხვალ კი ლიდერების შეხვედრა გაიმართება.