რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებს

11:45, 03.12.2019

თურქეთი აცხადებს, რომ თუ ნატო იმ დაჯგუფებებს, რომლის წინააღმდეგაც თურქეთი იბრძვის, ტერორისტულ ორგანიზაციად არ გამოაცხადებს, მაშინ თურქეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს მიერ შემუშავებულ ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გეგმას, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.

ბრიტანეთში დაგეგმილი სამიტის წინ, თურქეთის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებს.

ლონდონში დღეს ნატო-ს საიუბილეო, 70 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები ალიანსის ფორუმით – „ნატო-ს ჩართულობა“ გაიხსნება. საღამოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეში ალიანსის წევრი ქვეყნების პირველ პირებს უმასპინძლებს, ხვალ კი ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი