რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახალ ზელანდიაში თავდასხმა ისლამოფობიის აღზევების შედეგებია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია უცქერს და ახალისებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახალ ზელანდიაში თავდასხმა ისლამოფობიის აღზევების შედეგებია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია უცქერს და ახალისებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმა ისლამოფობიის აღზევების შედეგია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ადევნებს თვალს და ახალისებს კიდეც.

„ვგმობ თავდასხმას, რომლის სამიზნეც პარასკევის ლოცვაზე მისული მუსლიმები იყვნენ. ამ თავდასხმით ისლამოფობიის აღზევება, რომელსაც მსოფლიო უკვე დიდი ხანია, ადევნებს თვალს და ახალისებს კიდეც, გასცდა პერსონალურ თავდასხმებს და მიაღწია მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დონეს,“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, აუცილებელია, მკაცრი ზომების დაუყოვნებლივ გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები შესაძლოა, გაგრძელდეს.

„მსოფლმხედველობა, რომელსაც მკვლელი ავრცელებს და რომლის სამიზნეც ასევე იყო ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი და მეც, სწრაფად და ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად ვრცელდება დასავლურ საზოგადოებაში“ – განაცხადა ერდოღანმა.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთშიტერორისტული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 49-მდე ადამიანი.