რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის საავადმყოფოებში „ჰამასის“ ათასზე მეტ წევრს მკურნალობენ
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საავადმყოფოებში „ჰამასის“ ათასზე მეტ წევრს მკურნალობენ.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ „წინააღმდეგობის მოძრაობაა“.
„„ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან და რომელიც იცავდა თავის მიწებს ოკუპაციის შემდეგ. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის იმ ადგილების დასაცავად ამჟამინდელი ადამიანური დანაკარგისგან. ეს უნდა დავინახოთ. თუ „ჰამასს“, რომელმაც ამ დროისთვის 40 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა, „ტერორისტულ ორგანიზაციას“ ვუწოდებთ, ეს იქნება სასტიკი მიდგომა. პირიქით, მე ვხედავ „ჰამასს“, როგორც ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწის და საკუთარი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.