რეგულირების სააგენტომ „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი - ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი – ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.
კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკამ, ოთხ პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.
„შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი – ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული მომსახურება“, – აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
მათივე ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.