რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86 პროცენტი შესრულებულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86 პროცენტი შესრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია.

მათივე ცნობით, პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან აშენებულია 81 ხიდი.

„12 გვირაბითა და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია“, – ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.