რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს ვანში მშენებარე სამედიცინო ცენტრის სამუშაოების ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთდ ადგილზე გაეცნო.
ახალი სამედიცინო ცენტრი ვანის მოსახლეობას მარტიდან მოემსახურება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მსგავსად, სასწრაფო დახმარების შენობა ამ დრომდე ვანშიც არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველი საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა.
ახალი ცენტრი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.
სასწრაფო დახმარების ცენტრი ვანში ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.