რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

13:09, 08.02.2018

საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში   40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრიმშენებლობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს ვანში მშენებარე სამედიცინო ცენტრის სამუშაოების  ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინიტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთდ ადგილზე გაეცნო.

ახალი სამედიცინო ცენტრი  ვანის მოსახლეობას  მარტიდან  მოემსახურება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მსგავსად, სასწრაფო დახმარების შენობა ამ დრომდე  ვანშიც არ არსებობდა.  სამედიცინო პერსონალს,  წლების განმავლობაში ძველი საავადმყოფოს  ერთ ოთახში უწევდა ყოფნა.  

ახალი ცენტრი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.  

სასწრაფო დახმარების ცენტრი ვანში ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

მსგავსი