რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება
რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება

ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

ფილმი 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია.

ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2,174 ფილმიდან 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს, რომლებსაც ჟიურის სპეციალური წევრები შეაფასებენ.

რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 20-23 ნოემბერს გაიმართება.

ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2014 წელს იაპონიაში დაარსდა.

 

ავტორი – თამუნა ჯალაღონია