რეალურად რამდენად ახლოს იყო ნაცისტური გერმანია ბირთვულ პროგრამასთან
რეალურად რამდენად ახლოს იყო ნაცისტური გერმანია ბირთვულ პროგრამასთან

ურანის პატარა კუბიკი, რომელსაც ხელშიც დაიჭერთ, მალავს საიდუმლოს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ბნელი მსოფლიო. მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკოსების, ტიმოთი კოეთისა და მირიამ ჰიბერტის კვლევის მიხედვით, ასეთი სცენართან იმაზე მეტად ახლოს ვიყავით, ვიდრე გვეგონა.

პატარა ნატეხი კოეთს ხუთი წლის წინ ქაღალდში შეხვეული გაუგზავნეს, თან ახლდა დამაინტრიგებელი წარწერაც.

„აღებულია რეაქტორიდან, რომლის აშენებასაც ჰიტლერი ცდილობდა. ნინინგერის საჩუქარი“.

საჩუქარი კი 2 კილოგრამი ურანი იყო, რომელიც 5 სმ სიგრძის კუბიკში იყო ჩატანებული.

ასეთი კუბიკი მსოფლიოში ბევრი უნდა იყოს, დაახლოებით კიდევ 663 და ყველა მათგანი დამზადებულია 1940-იანი წლების დასაწყისში, ნაცისტური გერმანიის ბირთვული ფიზიკის პროგრამის ფარგლებში, იქამდე, ვიდრე მოკავშირეთა მისია დაიწყებოდა.

ზოგიერთი მათგანი უკვე განადგურებულია. ცნობილია ზოგიერთის ზუსტი ადგილსამყოფელიც, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ეს კუბიკები ბევრ ადგილას იმალება. კოეთმა და ჰიბერტმა მათი მოძებნა გადაწყვიტეს. მათი აღმოჩენა ნათელს ჰფენს, რამდენად ახლოს, მაგრამ მაინც რამდენად შორს იყო ნაცისტური გერმანია ბირთვული პროგრამის განხორციელებასთან.

1939 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა გადამწყვეტი აღმოჩენა გააკეთეს. თუ ურანს ნეიტრონებით დავბომბავთ, ნივთიერება გარდაიქმნება უფრო პატარა ელემენტად — ბარიუმად.

ატომის ამ „გაყოფამ“ მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამ დროს დასავლეთში გამალებით მიმდინარეობდა მანჰეტენის პროექტი, რომლის მიზანიც იყო დაყოფის ტექნოლოგიის პოვნა, რის შედეგადაც შექმნეს მრისახე იარაღი, რომელმაც იაპონია შოკში ჩააგდო და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კაპიტულაციაც აიძულა. როგორც საწვავის წყარო, ის ამჟამად მსოფლიოში ელექტროენერგიის 14 პროცენტს გამოიმუშავებს.

გერმანია საკუთარ მიზანს მისდევდა და ცდილობდა, ენერგიის ეს პოტენციური წყარო რაღაც უფრო პრაქტიკულად გარდაექმნა. მათ რომ მაშინ ის ცოდნა ჰქონოდათ, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, მეორე მსოფლიო ომის შედეგები ძალიან განსხვავებული იქნებოდა.

საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა გერმანელებისთვის ეს მისია ასე რთული? განსაკუთრებით დიდი ენერგიის მისაღებად, საჭიროა, ურანის ატომებმა საკუთარი დაყოფა შეინარჩუნონ. როცა ატომი იშლება, სცვივა ნეიტრონები, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ახლომდებარე სხვა ატომთა დაშლას.

თუმცა, ყველა სახის ურანში ასე არ ხდება. ზოგიერთი იზოტოპი ამ დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს, ზოგი კი ნეიტრონებს ისრუტავს, მაგრამ იმ გზით, რომ ასეთი მიზნისთვის სრულიად გამოუსადეგარია. ამისათვის, რათა ნეიტრონებმა ეს სამუშაო შეასრულონ, საჭიროა, ჰქონდეთ დაბალი სიჩქარე, რათა მოხერხდეს მათი შეწოვა.

დასავლეთს წლები დასჭირდა, რათა ეს პროცესი დაეხვეწა, განესაზღვრა იზოტოპთა სწორი ბალანსი და ურანის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭირო იყო ამ რადიოაქტიური ნივთიერების გარდაქმნა შოკისმომგვრელი ნგრევის წყაროდ.

1945 წლის აპრილში, სამი თვით ადრე იქამდე, ვიდრე მსოფლიო ბირთვული ბომბის პირველ საცდელ აფეთქებას იხილავდა ნიუ-მექსიკოში, ნაცისტურმა გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა შეიტყვეს, უკვე რამდენად წინ იყო წასული მათი მტერი.

ამ დროს გერმანიაში, მისია „ალსოსის“ ფარგლებში, ქალაქ ჰაიგერლოხის სიახლოვეს მუშაობდა ექსპერიმენტული ლაბორატორია, რომელსაც სახელგანთქმული ფიზიკოსი ვერნერ ჰაიზენბერგი უძღვებოდა. გერმანელმა მეცნიერებმა ეს ლაბორატორია დაშალეს, მაგრამ ახლომახლოს ჩამარხეს; სწორედ იქ არის შექმნილი ურანის ეს ისტორიული კუბიკები.

უცნობია, როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკოს კოეთის ხელში. საინტერესოა, რა არის მოთავსებული ამ ციცქნა კუბიკში? კოეთისა და ჰიბერტის ანალიზების მიხედვით, ლითონის კუბიკში იზოტოპთა პროპორცია არ განსხვავდებოდა ურანის მადნის მიქსტურაში არსებულისგან. არ არსებობს ნიშნები, რომ ისინი დაყოფის პროდუქტებია ან გამოყენებულია რაიმე სახის რეაქციებში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი წარმატებით გაამდიდრებდნენ ამ ნივთიერებას, ბირთვული ნივთიერების მთლიანი ოდენობა მაინც უმნიშვნელო იქნებოდა. რაოდენობა ახლოსაც კი არ იქნებოდა იმასთან, რაც ბირთვული იარაღია შესაქმნელად არის საჭირო.

ამაში ახალი არაფერია. თუმცა, კოეთი და ჰიბერტი მაინც მივიდნენ ამაღელვებელ აღმოჩენამდე.

ეროვნულ არქივში მათ აღმოაჩინეს ჩანაწერები, რომლებიც მიუთითებს, რომ ასევე აღმოჩენილია ასობით სხვა კუბიკი, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში მიმდინარე სხვა ექსპერიმენტის ნაწილი იყო.

ჰიბერტის განცხადებით, თუ გერმანელები თავიანთ რესურსებს გააერთიანებდნენ და ეს ექსპერიმენტები ცალკეული, ერთმანეთის მიმართ კონკურენტული არ იქნებოდა, ალბათ ისინი ნამდვილად შექმნიდნენ მუშა ბირთვულ რეაქტორს.

მისივე თქმით, ეს აღმოჩენა ნათლად წარმოაჩენს იმ უდიდეს სხვაობას, რაც გერმანელებსა და ამერიკელებს შორის იყო ბირთვული კვლევების პროგრამაში. გერმანიის პროგრამა დაყოფილი და შეჯიბრზე დაფუძნებული იყო; ამ დროს კი, გენერალ ლესლი გროვსის მეთაურობით აშშ-ში მიმდინარე მანჰეტენის პროექტი ცენტრალიზებული და ერთობლივი იყო.

რესურსების გაერთიანების შემთხვევაშიც კი, ეფექტიანი ენერგიის წყაროს მისაღებად საჭირო იქნებოდა ათასობით ასეთი კუბუკი.

გერმანია არ იყო ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზე, არ ჰყავდა არც მოწინავე ფიზიკოსთა საზოგადოება, რომელიც ბირთვულ სადგურს შექმნიდა.

ეს აღმოჩენა უბრალოდ აჩვენებს, რამდენად ახლოს, მაგრამ ამავე დროს რამდენად შორს იყო ნაცისტური გერმანია თავის ბირთვული ამბიციებისგან.

რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ალტერნატიულ ისტორიებს ჰყვება გერმანული ფიზიკის შესახებ.

მაგრამ დანარჩენებს შეგვიძლია მშვიდად ვისუნთქოთ, რადგან ბირთვული იარაღის შექმნა ვერ მოახერხა რეჟიმმა, რომლის მიზანიც მსოფლიოს დაყოფა იყო.

კვლევა ჟურნალ Physics Today-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.