მედიის ცნობით, ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო
მედიის ცნობით, ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ „როიტერი“ გაერო-ს ატომური სააგენტოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება.

ვარაუდობენ, რომ მსგავსი ცნობის გავრცელება ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ზიანს მიაყენებს. როგორც მედია წერს, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები კი შიშობენ, რომ ამით ირანი ცდილობს, მოიპოვოს ბერკეტი მოლაპარაკების პროცესში.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს განცხადებით, გაუმჯობესებული ცენტრიფუგების საშუალებით ირანი უფრო სწრაფად შეძლებს მიზნის მიღწევას.

დატოვე კომენტარი