„რეალ მადრიდმა“ „ოსასუნა“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა
„რეალ მადრიდმა“ „ოსასუნა“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

„რეალ მადრიდი“ წაუგებელ სერიას განაგრძობს. 25 სექტემბერს სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე „ოსასუნა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში „რეალი“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ შეხვდება, რის გამოც „ოსასუნასთან“ მატჩში ზინედინ ზიდანმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის გარეტ ბეილი დაასვენა.

მიუხედავად სტუმართა კარგი სტარტისა, მადრიდელებმა სიტუაციაზე კონტროლი მალე დაამყარეს და ვინისიუშმა სეზონზე თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა როდრიგომ შეაგდო.

მატჩი „რეალ მადრიდსა“ და „ატლეტიკოს“ შორის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.