რატი იონათამიშვილი - სააკაშვილს არ გააჩნია პოტენციალი და რესურსი, ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილს არ გააჩნია პოტენციალი და რესურსი, ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილი, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი და რესურსი არ აქვს.

„ეს ადამიანი იმდენად დეგრადირდა, რომ დღეს მის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება საკმაოდ უხერხულია. მას არ გააჩნია, არც იმის პოტენციალი და რესურსი, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს, უბრალოდ, ფაქტი არის ერთი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი და რაც უფრო იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.