რან გიდორი - დღეს პირველად საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების ცერემონიას უმასპინძლა, რისთვისაც მადლობელი ვართ
საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების ცერემონიას უმასპინძლა.
ამის შესახებ რან გიდორმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე მიეღო საქართველოს ღონისძიებათა ოფიციალურ კალენდარში და დღეს პირველად, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების ცერემონიას უმასპინძლა. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვეუბნებით ამ კეთილი ჟესტისთვის და მე პირადად ვარ მადლობელი. მამაჩემი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი, რომელიც 93 წლისაა, ახლახან სტუმრობდა თბილისს და მას რა თქმა უნდა, უყვარს საქართველო. ასე რომ, როგორც პირადად, ასევე დიპლომატიურ დონეზე, ჩვენ მადლობელი ვართ ამ ამაღელვებელი ცერემონიის გამო“, – განაცხადა რან გიდორმა.