ისრაელის ელჩი - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება შალვა პაპუაშვილი, დიდი პატივია, გვქონდეს ამ სახის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან
ისრაელის ელჩი - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება შალვა პაპუაშვილი, დიდი პატივია, გვქონდეს ამ სახის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან

საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომლის გაკვეთილებიც მთელმა კაცობრიობამ უნდა გაითავისოს.

აღნიშნულის შესახებ ისრაელის ელჩმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ჰადას მეიცადის თქმით, დიდი პატივია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათთან ერთად იმყოფება.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენთვის დიდი პატივია, გვქონდეს ამ სახის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომლის გაკვეთილებიც მთელმა კაცობრიობამ უნდა გაითავისოს“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.