საქართველოში ისრაელის ელჩი - დღეს ვმართავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ეს არის გაკვეთილი, რომ საშინელი ტერორისტული თავდასხმა აღარასდროს განმეორდეს
საქართველოში ისრაელის ელჩი - დღეს ვმართავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ეს არის გაკვეთილი, რომ საშინელი ტერორისტული თავდასხმა აღარასდროს განმეორდეს

დღეს ვმართავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ეს არის გაკვეთილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საშინელი ტერორისტული თავდასხმა აღარასდროს განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ განაცხადა.

ჰადას მეიცადის თქმით, მნიშვნელოვანია დაგმობა თავდასხმის, რომელიც შვიდ ოქტომბერს მოხდა.

„ჩვენ მესამედ გავმართეთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტთან ერთად, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. დღევანდელი დღე არის მსხვერპლთა ხსოვნის, ჰოლოკოსტის გასახსენებელი და გაკვეთილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ შვიდ ოქტომბერს მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმა აღარასდროს განმეორდეს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა, ინვესტირება განათლებაში, რათა დავგმოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს მოხდეს. ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ უკეთესი საზოგადოება ანტისემიტიზმის, სიძულვილის, რასიზმის ნებისმიერი ფორმის გარეშე. საქართველო თანაარსებობის ერთ-ერთი მაგალითია. გვაქვს საერთო კავშირი ებრაულ თემსა და დასავლეთ საქართველოს შორის“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.