რამოსი ბელარუსში გამოარჩიეს - ბათუმელთა ყოფილმა თავდამსხმელმა ლიდერი დაამარცხა (ვიდეო)
ბელარუსის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გაბრიელ რამოსია – ასე შეაფასა გამოცემა „ტრიბუნამ“ ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამხმელის თამაში.
24 წლის ბრაზილიელმა, რომელმაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგები მარტში დატოვა, ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზის“ მოგებაში მთავარი როლი ითამაშა – გუნდმა ლიდერ მინსკის „ენერგეტიკს“ 2:0 სძლია, რამოსმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.
„რამოსმა ბელარუსის ჩემპიონატში გამართულ სამ შეხვედრაში (ერთი ტრავმის გამო გამოტოვა) 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებით, თავი ბოლო ტურში გათამაშების ლიდერ „ენერგეტიკთან“ გამოიჩინა. ბრაზილიელმა მის დამარცხებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ის უდავოდ გუნდის მშვენიერი შენაძენია“ – წერს გამოცემა.