რამდენიმე სიახლე ბათუმის „დინამოში“ - რამოსი დაბრუნდა, განელი მცველი დაიმატეს, მალის ტრანსფერი დადასტურდა #1TVSPORT
რამდენიმე სიახლე ბათუმის „დინამოში“ - რამოსი დაბრუნდა, განელი მცველი დაიმატეს, მალის ტრანსფერი დადასტურდა #1TVSPORT

გაბრიელ რამოსი ისევ ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. ბრაზილიელი თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

გაბრიელ რამოსი 27 წლის თავდმსხმელია, რომელიც ბათუმის „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა. „ბაიას“ და „ფლამენგოს“ საფეხბურთო აკადემიების აღზრდილმა კარიერა „კუიაბაში“ იჯარით დაიწყო და შემდეგ „ფლამენგოში“ დაბრუნდა.

რამოსი 2018 წლის ივნისში ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა და კლუბთან ერთად ეროვნულ ლიგაში გადავიდა. ბათუმელთა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

2020 წლის მარტში რამოსი ბელორუსულ „ტორპედო-ბელაზში“ გადავიდა, მაშინვე გახდა კლუბის საკვანძო მოთამაშე და შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა – 30 მატჩში 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა. შემდეგ იყო ლატვიური „რიგა“, ბრაზილიის სერია B-ისლონდრინა“, ბოლოს კი სამხრეთ კორეის „ბუჩონში“ გამოდიოდა.

ახალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონისთვის შეუტევს ედმუნდ მენსა – 22 წლის განელი მარცხენა მცველი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში „ლეგიონ სიტიში“ და „ბერეკუმ ჩელსიში“ თამაშობდა. 2020 ვეიკაუსლიგას (ფინეთის ჩემპიონატი) „ჰონკას“ სარეზერვო გუნდში აიყვანეს, მალე კი მთავარ გუნდში დააწინაურეს და 91 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ედმუნდ არკო-მენსა იყო განას 17 (7 მატჩი) და 23-წლამდელთა (3 მატჩი) ნაკრებების წევრი. ახალგაზრდა მოთამაშე ბათუმის „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საქართველოს ჩემპიონმა ნიკა მალის ტრანსფერიც დაადასტურა – 25 წლის ფლანგის მცველის, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია და გუნდში გატარებული 5 სეზონის შემდეგ 2022 წელს „დინამო თბილისში“ გადავიდა. იყო საქართველოს ნაკრების წევრიც.