მამაცი ქართველი - ბელარუსში ქანთარია ისევ გამაორჩიეს
მამაცი ქართველი - ბელარუსში ქანთარია ისევ გამაორჩიეს

„მწვავე მილევსკი, მამაცი ქართველი გროდნოდან და ბელორუსის ჩემპიონატის კიდევ რვა საუკეთესო მოთამაშე“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ბელარუსულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ წერილი, სადაც ხუთი ტურის შემდეგ ბელორუსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები გამოარჩია.

სიაში გიორგი ქანთარია კვლავ მოხვდა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გროდნოსნემანში“ საუკეთესოა და თუ ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, მალე უკეთეს ლიგაში ვიხილავთ.

„ქანთარია ახლა გროდნოსა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. იგი გამოირჩევა შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით და ართმევაში სიხისტით. ხუთ მატჩში ქანთარიამ 141 ორთაბრძოლიდან 93 მოიგო, რაც ბელარუსის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ქართველი ლიგაში ართმევების რაოდენობითაც ლიდერობს – 61. ამავე დროს, მოულოდნელად, წარმატებული დრიბლინგებითაც ერთ-ერთი ლიდერია. გროდნოელთა ლეგიონერმა ეს 33-ჯერ (76 პროცენტიანი წარმატებით) მოახერხა. ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ამდენი დრიბლინგის უფლებას თავს საკუთარ ძალებში ძალიან თავდაჯერებული შემსრულებელი თუ მისცემს. ქანთარია „ნემანში“ პასუხისმგებელია ყველა სტანდარტზე, მათ შორის პენალტზე“ – წერს გამოცემა „ტრიბუნა“.

აქვე ვიტყვით, რომ საუკეთესოებში მოხვდა ბათუმის „დინამოს“ ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გაბრიელ რამოსი, რომელიც ამჟამად ჟოდინოსტორპედო-ბელაზში“ თამაშობს – ბრაზილიელის ანგარიშზე 4 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.