გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა
გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა

გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს – ეს გადაწყვეტილება გუნდს და ბათუმელ გულშემატკივრებს ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით აცნობა.

23 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ბათუმელთა ზამთრის შეკრებაზე არ გამოცხადდა – რამოსს „დინამოს“ ხელმძღვანელობა ჯერ თბილისურ შეკრებაზე ელოდა, შემდეგ თურქულ შეკრებაზე, მაგრამ რამოსმა ჩამოსვლა აღარ ისურვა.

გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში გუნდის ფორმით 56 შეხვედრა ჩაატარა – 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, ასეთია ამ პერიოდში ბრაზილიელი შემტევის მონაგარი.