ბათუმის „დინამოს“ ყოფილი შემტევი ბელარუსის თვის ფეხბურთელია [ვიდეო]

ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზის“ თავდამსხმელი გაბრიელ რამოსი ბელორუსის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა – მასში მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უმარვლესობამ, კერძოდ – 48 გამოკითხულიდან 31-მა, პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი, ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფორვარდი, გაბრიელ რამოსი დაასახელა.

გაბრიელ რამოსმა ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზში“ აპრილში სამი მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რამოსი „ტორპედო-ბელაზში“ 2020 წლის მარტში გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და 56 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა.