რამდენიმე ადამიანის მოწამვლის გამო, ნატახტარში ერთ-ერთი რესტორანი შეამოწმეს
ათზე მეტი ადამიანი კვებითი ინტოქსიკაციით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთდროულად მოათავსეს.
ისინი აცხადებენ, რომ ნატახტარში მდებარე რესტორან „იმერულ ეზოში“ მიღებული საკვებით მოიწამლნენ. მოწამლულები ახლობლები არიან და ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს რესტორანი „იმერული ეზო“ შეამოწმა. ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები ვერ აღმოაჩინა და რესტორანი არ დააჯარიმა. მათ ხორცისა და საკვების ნიმუშები აიღეს გამოსაკვლევად.