სასმელი წყლით ერაყში 27 ათასი ადამიანი მოიწამლა
სასმელი წყლით ერაყში 27 ათასი ადამიანი მოიწამლა

ერაყში სასმელი წყლით 27 ათასი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ Al-Sumaria წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეზე დაყრდნობით იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბასრის პროვინციაში დაბინძურებული სასმელი წლით მოწამლულთა რიცხვი შესაძლოა, ისევ გაიზარდოს, რადგან მოსახლეობას წყლის მოხმარება იგივე სისტემიდან უწევს. მასობრივი მოწამვლის თავიდან ასარიდებლად სასმელი წყლის სისტემის სრული გამოცვლაა საჭირო. ამას კი შესაბამისი რესურსების მოძიება სჭირდება.
ბასრის პროვინციაში რთულ სოციალურ პირობებს და სამუშაო ადგილების სიმწირეს მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა, აპროტესტებს. პროვინციის მთავარ ქალაქ ბასრაში მანიფესტაციის დროს ერთ-ერთი დემონსტრანტის დაღუპვის შემდეგ კი აქციების ერაყის სხვა ქალაქებშიც დაიწყო.

აქციების ტალღის შემდეგ, მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იმუშავებს. ხელისუფლებამ ბასრის მცხოვრებლებს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად 2 მილიარდი დინარის (17 მილიონი დოლარი) გამოყოფის პირობა მისცა. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბასრას პროვინციაში 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნიან.