რამაზ სვანაძის ნაკრები წამყვანი ოთხეულის გარეშე - 21-წლამდელები ისრაელს და უკრაინას დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც წლის ბოლო საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ისრაელისა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
გუნდი, ისრაელს 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო უკრაინასთან 21 ნოემბერს გასამართავი მატჩის საშიანო არენა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მიმდინარე შეკრებას, ტრავმის გამო, 21-წლამდე ნაკრების ოთხი წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი, ხოლო მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი, ვილი სანიოლმა, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
ახალგაზრდულ ნაკრებში, პირველად არიან გამოძახებული, გაბრიელ სიგუა („დინამო“ თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“) და ივან ფოცხვერია („სიონი“), რომელიც ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერის, მიხეილ ფოხვერიას ვაჟია.
მეკარეები – თორნიკე მეგრელიშვილი („საბურთალო“), ლუკა კუტალაძე („დინამო“ თბილისი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები – ცოტნე კაპანაძე („თელავი“), ივა გელაშვილი („სიონი“), სანდრო კალანდაძე („დინამო“ თბილისი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა („საბურთალო“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი), გიორგი მაისურაძე („დინამო“ თბილისი).
ნახევარმცველები – ნიკა გაგნიძე („უმრანიესპორი“, თურქეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“ თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), ნიკა ხორხელი („სიონი“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი კვერნაძე („თელავი“), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), ივან ფოცხვერია („სიონი“).
თავდამსხმელები – გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“), ლუკა ხორხელი („სიონი“).