რამადან ბაირამთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა
ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ.
სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეთა ნაწილმა ბაირამის ლოცვა მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.
მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
რამადანის მარხვის დროს მორწმუნეები 30 დღის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.
ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.