დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე - არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ სხვადასხვა პროვოკაცია თუ მოვლენა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი გახდეს
დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე - არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ სხვადასხვა პროვოკაცია თუ მოვლენა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი გახდეს

არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ სხვადასხვა პროვოკაცია თუ მოვლენა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი გახდეს, – ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ განაცხადა.

საქმე ეხება სოფელ ადიგენში მდებარე სახლს, სადაც მუსლიმური სამლოცველოს გახსნას ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები აპროტესტებენ არგუმენტით, რომ ადგილზე მუსლიმი თემი არ ცხოვრობს.

ადამ შანთაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ჩართულობით სასურველი შედეგი მიიღწევა.

„მას შემდეგ, რაც პერიოდულად გავავრცელეთ განცხადებები, ხელისუფლების მხრიდან დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. პროცესში ჩაერთო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება და მიმდინარეობს მოლაპარაკება. მუსლიმთა სამმართველოც, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, გამოვხატავთ მზაობას, რომ განიმუხტოს ვითარება. დარწმუნებული ვარ, გამოიჩენენ გონიერებას. არავის უნდა მივცეთ უფლება იმისა, რომ სხვადასხვა პროვოკაცია თუ მოვლენა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი გახდეს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ჩართულობით სასურველი შედეგი მიიღწევა“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.