სალომე ზურაბიშვილი - გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს
სალომე ზურაბიშვილი - გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ საზოგადოებას რამადან-ბაირამს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს – საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს!

სულიერი განწმენდის, ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომისა და მიტევების ეს დიდი ისლამური დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.