„რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს
„რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს

ავიაკომპანია „რაინეარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი.

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება ხელი.