ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
ვარანის ბოლო კლუბი იყო იტალიური „მონცა“, რომელშიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში პირველივე მატჩში მიიღო მძიმე ტრავმა და სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „კომომ“ გამოიყვანა ვარანი სერია A-ში სეზონის განაცხადიდან.
რაფაელ ვარანი ცნობილი იყო მადრიდის „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და საფრანგეთის ნაკრებში თამაშით. 2018 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „რეალთან“ ერთად ფრანგმა ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.