ლისანდრო მარტინესი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, ვარანი რამდენიმე კვირას გამოტოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ლისანდრო მარტინესი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს ტერფის ძვლის მოტეხილობის გამო, – ამის შესახებ მანჩესტერული კლუბის პრესსამსახურმა დაწერა.
ამასთან, ვადაუდობენ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სრულად მზად იქნება მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის. მარტინესმა ტრავმა „სევილიის“ წინააღმდეგ ევროპის ლიგის პირველი მეოთხედფინალის 86-ე წუთზე მიიღო.
„სევილიასთან“ მატჩში ასევე ტრავმის გამო შეცვალეს მარტინესის პარტნიორი დაცვაში რაფაელ ვარანი და ელოდებიან, რომ ფრანგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.